,,ჟამთა აღწერა ერთ-ერთ საშუალებაა, რათა ზურგიდან ჩამოიხსნა წარსულის ტვირთი." ი. ვ. გოეთე ,,შესავლის მაგიერ“ მეორე ათეული წელია მე-20 საუკუნემ ისტორიის კარი გაიხურა და მატიანეს შეერწყა, მარამ მისი უკვე შორეული თუ ახლობელი ღელვა ისევ აშფოთებს ქართველობას... ეს იყო ეპოქა ჩვენი მშობლებისა და ბებია-ბაბუების. ჯერ კიდევ შეგვიძლია ვთქვათ, ჩემი ბებია (ან ბაბუა) მიამბობდა, რომ მის ბაბუას (თუ ბებიას) უთქვამს... უნახავს... გაუგონია.. განუცდია... უოცნებია... მე-19 საუკუნეშიო. ცოტა ხანში ამ ფრაზების ავტორებს შორეული წინაპრები დაერქმევათ და უფრო მეტი იდუმალებითა და ინტერესით შეიმოსებიან... თუ არადა გვინდა ისტორიას დარჩეს მათი საზოგადოების მრავალფეროვანი სულიერი თუ მატერიალური სამყარო... რათა ვიცოდეთ, ,,რანი (თუ ვინ) ვიყავით“... მეორე ათეული წელია მე-20 საუკუნემ ისტორიის კარი გაიხურა და მატიანეს შეერწყა... იყო ომები, ბრძოლები, ვნებათა ღელვა, ერთგულება და ღალატი, მარცხი და გამარჯვება, პესიმიზმი და ოპტიმიზმი, ძარცვა და შიმშილი... სიხარული და ბედნიერება... მსოფლიოს მოლოდინი 2000 წლი...